იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განაჩენს ძალაში
შესვლის შემდეგ სტრასბურგში გადააგზავნიან. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება მსჯავრდებულები შეიწყალოს, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს, რომ მის მეტს არავის აქვს მსგავსი უფლება. მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს ამ უფლებას, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება და ვერანაირი ე.წ. „მსუსხავი ეფექტი“ ამ სასამართლოს ვერ ექნება.
როგორც კი ეს განაჩენი შევა ძალაში, ის თუკი სადმე გადაიგზავნება, პირველ რიგში-სტრასბურგში“-განაცხადა მინისტრმა.
სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















