სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რასაც აფეთქება მოჰყვა.
„ძველებური სვარკის აპარატი იყო, ძველი მოდელი, რომელთანაც მიითანა ბავშვმა ასანთი და აფეთქდა. პოლიცია და ექსპერტები იყვნენ მოსულები და იქ მუშაობდნენ“- განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

















