სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მსჯავრდებულ მ.ბ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ იმისთვის, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, უწყებას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია გაავრცელოს.
„მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა. მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა“- ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისგან.

















