logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 პროკურატურამ 2009 წელს ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური გამოძიების ჩატარება უზრუნველყო
პროკურატურამ 2009 წელს ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური გამოძიების ჩატარება უზრუნველყო
12:31 22.12.2017
საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების შესაბამისად 2009 წელს ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური გამოძიების ჩატარება უზრუნველყო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა. 2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
2014 წლის 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „თენგიზ ჩქოტუა და ელისო არქანია საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების დირექტორმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის თენგიზ ჩქოტუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და მისი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობის თაობაზე, გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და დროულად არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - პატიმრის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. მიუხედავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატის არაერთი მოთხოვნისა, მძიმე ავადმყოფს არც ადგილზე გაეწია სათანადო მკურნალობა და არც დროულად იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. დირექტორის მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობით, უკვე კომაში მყოფი პატიმარი დაგვიანებით იქნა ჰოსპიტალიზებული სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც განვითარებული თავის ტვინის შეშუპების გამო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილ დირექტორს უკვე წარედგინა ბრალდება და პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება. გადაწყვეტილების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი“- ნათქვამია განცხადებაში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა