logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა წულუკიანი: ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად − ეს ორი საქმე რადიკალურად განსხვავებულია
თეა წულუკიანი: ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად − ეს ორი საქმე რადიკალურად განსხვავებულია
10:01 22.12.2017
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილის საქმის ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებთან შედარება შეუძლებელია.
ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას.
„ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად − ეს ორი საქმე რადიკალურად განსხვავებულია. მერაბიშვილის საქმის ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებთან შედარება შეუძლებელია“ – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებზე დადგა ერთი და იგივე შედეგი, ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის ყველა დღე კი სტრასბურგის სასამართლომ აღიარა კანონიერად.

„აქ მოყვანილი იყო ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეები. ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს და ამგვარ განცხადებებს შეცდომაში შეჰყავდეს, ამიტომ განვმარტავ: ამ ორი საქმის მერაბიშვილის საქმესთან შედარება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან ქალბატონი ტიმოშენკო ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა, რომ დიახ, თქვენი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო თვითნებური და უკანონოო და 2 ნაწილში დაუდგინა მე-5 მუხლის დარღვევა. ლუცენკოს საქმეზე, რომელიც აცხადებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება, შემდეგ წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება, შემდგომი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა სრულიად საპირისპირო. ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, საქართველოს მთავრობა, ვიყავით მოპასუხე. მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს მსგავსად, ისიც უკანონოდ დააკავეს და უკანონოდ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ კი თქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ მასალები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება და შემდგომი პატიმრობა იყო კანონიერი. თუ ჩვენ ამისი დანახვა არ გვინდა, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი პრობლემა. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემოგთავაზოთ, არის ის, რომ სპეკულაციებით კი ნუ დავკავდებით, არამედ დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას და შემდეგ გავაგრძელოთ ეს მსჯელობა, მაგრამ საზოგადოებას ნუ ეტყვით, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებზე დადგა ერთი და იგივე შედეგი. ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის ყველა დღე სტრასბურგის სასამართლომ აღიარა კანონიერად! ეს არის პასუხი და მეტი ამ კითხვაზე არაფერი არ შეიძლება ითქვას“ − განაცხადა თეა წულუკიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა