logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
12:09 20.12.2017
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას არასრულწლოვანთა შორის გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.
გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც წელიწადნახევრის წინ მიიღეს და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო.
,,რეალურად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც იყო მიღებული წელიწადნახევრის წინ და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს, გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა ხაზგასასმელია ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9 % შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა. განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ შინაგან სქმეთა სამინისტრომ საკმაოდ კონცენტრირებულად იმუშავა განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და გამოჩნდა რომ, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
,,აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური , მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით.. ინსტიტუციონალურად ინდა დაექვემდებაროს პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრუწლოვანთა რესოციალიზაციაზე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2010 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა რეფერირების სისტემა , კომისიაში დაფიქსირდა მხოლოდ 39 მიმართვა, რომლის ნახევარი ოჯახის წევრების მიერ იყო დაფიქსირებული. ,,შესაბამისად სკოლა პანსიონების სისტემა რომელიც ფაქტიურად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუქნციონირებს ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათელბის სამინისტროსტან ერთად საჭიროებს გარდაქმნას” განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა