სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატურა ამ დრომდე არაა წარდგენილი.
როგორც „ნიუსპრესს“ სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი უფროსის ვინაობის შესახებ ისინი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, სასაზღვრო პოლიციაში ამ ეტაპზე სხვა საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი და მოსალოდნელი.
„ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ყველანი მუშაობას. არაფერი ცვლილება არ არის დაგეგმილი. ეს ინფორმაცია ნამდვილად გვაქვს და ვიცით, რომ სამსახურში ყველანი ვრჩებით“ - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე თქმით, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა გოგავას გარდა, თანამდებობებზე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირებიც რჩებიან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ თნამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. გოგავა სასაზღვრო პოლიციის უფროსად 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა.

















