რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობს პოლიცია.

















