17 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით
თვითდაზიანება მიიყენა, ამ დრომდე მძიმეა.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.
მისივე თქმით, მოზარდს დაზიანებები იღლისაა და სახის არეში აქვს.
„პაციენტი შემოვიდა დაახლოებით 5 საათისთვის. აღენიშნებოდა ჭრილობა იღლიის ფოსოსა და სახის მიდამოში. ამჯამად პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია“- განაცხადა ექიმმა.

















