სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირულობის კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირის
მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
განცხადების თანახმად, 17 პირის მიმართ ოქმი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შედგა.
სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად 32 პირი დაიბარა.
სამსახურის განცხადების თანახმად, სულ - 27 პირი გამოიკითხა. მათ შორის, 6 - ერთიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 - „თავისუფალი საქართველოდან“, 8 – „ეროვნული ფორუმიდან“, 5- კ„ონსერვატიული პარტიდან“, 2 - „რესპუბლიკური პარტიიდა“ნ, 2- „ქართული ოცნებიდან“. 5 პირს უწყება ვერ ჩაბარდა.
გამოკითხვის შედეგად, შემოწირულობის კანონიერება 10-მა პირმა დაასაბუთა. აქედან, ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ - 5, „ეროვნული ფორუმი“ - 1, „კონსერვატიული პარტია“ - 1, „რესპუბლიკური პარტია“ - 2, „ქართული ოცნება“ – 1.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად, შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დააბუთა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1, „თავისუფალი საქართველო“ - 4, „ეროვნული ფორუმი“ - 7, „კონსერვატიული პარტია“ - 4, „ქართული ოცნება“ – 1. შესაბამისად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

















