საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
რუსეთის მოქალაქის ბ.რ.-ს სხეულის სკანერით დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 53.71 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,212.61 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,212.61 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















