logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანმა ინდონეზიელ კოლეგას ადამიანის უფლებათა სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო
თეა წულუკიანმა ინდონეზიელ კოლეგას ადამიანის უფლებათა სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო
13:51 16.12.2017
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის შეხვდა. მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.
თეა წულუკიანმა იასონა ლაოლის საქართველოს იუსტიციის სისტემა, უწყებათაშორისი საბჭოები და მათი მუშაობის მექანიზმი გააცნო. თეა წულუკიანმა ინდონეზიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პროკურატურის რეფორმებზე; ვრცლად ისაუბრა, აგრეთვე, საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ.
„ჩვენ გვაინტერესებს კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ინდონეზია მუშაობს სამოქალაქო სამართლის კოდექსების მოდერნიზაციაზე, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება სამოქალაქო სამართალში“, −განაცხადა იასონა ლაოლიმ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე.
მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო თამამშრომლობაზე, სამინისტროებისათვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებების გაცვლასა და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე.
ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრთან შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჯაკარტაში ვიზიტის ფარგლებში გამართა. თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმს ესწრება. ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით დაესწრო.
„OGP“-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა