logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი
16:11 15.12.2017
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი. 64 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “SPARK LABORATORY”-მ გადაიღო. მისი ავტორი კინოდოკუმენტალისტი ალექსანდრე ქორიძეა.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, შემოქმედებითი ჯგუფი 1 წლის განმავლობაში იღებდა ფილმს, რომლის გმირები N 16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები არიან. ფილმში ასახულია მსჯავრდებულთა ყოველდღიური ყოფა, საცხოვრებელი პირობები, აქტივობები, რითაც ისინი ყოველდღიურად არიან დაკავებულები. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია მსჯავრდებულთა სპორტული ასპარეზობები, მათი მუშაობა დაწესებულების სახელოსნოში, სადაც ისინი სხვადასხვა ნაკეთობებსა და ხატებს ქმნიან, ასევე, სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე. ფილმში „დაწესებულება N 16“ ასევე, ასახულია მსჯავრდებულთა საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, მათი ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიულ კურსებში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა „დაწესებულება N 16“ უკვე დაიმსახურა მაყურებლის მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი დარბაზიდან არ გავიდა. გადამღები ჯგუფის წევრებს და ფილმის მონაწილეებს უამრავი კითხვა დაგვისვეს. აღტაცებას და გაკვირვებას გამოთქვამდნენ იმით, რომ საქართველოში ასეთი მაღალი დონის პენიტენციური დაწესებულება არსებობს და მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანური მიდგომაა,“- განაცხადა ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, N16 დაწესებულების თანამშრომელმა თამარ ლისიაკმა.

ფილმის რეჟისორმა ალექსანდრე ქორიძემ და გადამღებმა ჯგუფმა მადლობა გამოთქვეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისამი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.

„სამინისტრომ კინოდოკუმენტალისტები პენიტენციურ სისტემაში შეუშვა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპარენტული და ღია გახდა საზოგადოებისთვის. მსგავსი რამ აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ფილმი „დაწესებულება N16“ ობიექტურად ასახავს იმ დადებით რეფორმებს, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა,“ - განაცხადა ალექსანდრე ქორიძემ, რომლის თქმითაც, ფილმში არაფერია დადგმული და მსჯავრდებულთა რეალური ყოფაა ასახული.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა