ვაკეში მდებარე მაგთის ოფისიდან ტელეფონები მოიპარეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით,
ეჭვმიტანილები 14 წლის მოზარდები არიან.
ოფისი დაზიანებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

















