სასტუმრო “შერატონთან” მიმდინარე სამუშაოების დროს, ერთი მუშა გარდაიცვალა. შემთხვევის
მიზეზი, სამშენებლო-სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნება გახდა.
ინციდენტის დროს, კიდევ ერთი მუშა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალება. რამ გამოიწვია ავტო ამწის გადატრიალება, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ,“ - განაცხადა კომპანია ”დეკოს” პროექტის მენეჯერმა ალექსანდრე ბახტაძემ.

















