გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატ სოფიო გოგლიჩიძეს საქმის
მასალების გასაცნობად მოსამართლემ ერთკვირიანი ვადა მისცა.
როგორც თავად ადვოკატი განმარტავს, ის მასალებს არ იცნობს და აპირებს საქმესთან დაკავშირებით თავად მიხეილ სააკაშვილთანაც იქონიოს კომუნიკაცია.
„ჯერ საქმესთან შეხება არ მაქვს, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ერთკვირიან ვადაში ჩავეტიო, რომ სრულყოფილად განვახორციელო დაცვა, მაგრამ თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას. ჯერ არ ვიცი როგორ დავგეგმავ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციას, მაგრამ რა თქმა უნდა ვაპირებ შევეხმიანო სულ მინიმუმ ოჯახის წევრს, ან ვინმე მის ახლობელს, რომელთანაც უნდა მქონდეს კომუნიკაცია. საქმეს ჯერ არ ვიცნობ“-განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა. მან დაცვაზე უარი თქვა და ადვოკატების აცილება მოითხოვა. შესაბამისად, მას სახაზინო ადვოკატი -სოფიო გოგლიჩიძე დაენიშნა.

















