სტამბოლში, ბუიუქ-ჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ამ რაიონში მდებარე კერძო სახლში ნაპოვნია კიდევ ერთი პირის ცხედარი, რომელიც თურქეთის მოქალაქე ქალს ეკუთვნის.
ორივე შემთხვევაში საქმე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებთან გვაქვს.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

















