საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებას პასუხობს, რომლის
მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს უმეტესად სპორტის მინისტრის კომპანია იგებს და კონკურენტებს აკოტრებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მზადაა თანამდებობაც კი დატოვოს.
„მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას არ ველოდი და არ შევეგუები. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის გუნდი, რომელსაც წილი გააჩნდათ არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული. მიმართოს მან სასამართლოს და თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მზად ვარ, ნებისმიერი პასუხისმგებლობა ავიღო, მათ შორის, დავტოვო თანამდებობა. თუ დადასტურდება რომ ყველაფერი კანონის დაცვით შესრულდა, გამობრძანდეს ბატონი გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და მეც“-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გაჩეჩილაძე ტარიელ ხეჩიკაშვილს და მის კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში დაუმსახურებლად გამარჯვებასა და ამ სქემაში ჩინოვნიკების მონაწილეობაში ადანაშაულებს.
აღნიშნულზე მან გუშინ, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

















