logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-მ გურიაში ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს-მ გურიაში ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტი გახსნა
14:11 12.12.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კ.მ.-ს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.მ. განაწყენებული იყო ნაცნობზე - გ.ფ.-ზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, გ.ფ.-ს მოკვლა განიზრახა. ამისთვის მან სპეციალურად, ფარულად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივლისს, კ.მ. და მისი თანამზრახველი ავტომობილით აედევნენ მსხვერპლს - 1975 წელს დაბადებული გ.ფ., რომელიც ოზურგეთში, ნათესავთან - 1984 წელს დაბადებული დ.ო.-სთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გ.ფ. და დ.ო. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა