საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო “, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქეების ნ.გ-სა და გ.ჰ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 279.01 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 21,514.83 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 21,514.83 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

















