ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, საქმე ეხება ფონდის მიერ მოპოვებული თანხის არამიზნობრივად შესაძლო გაფლანგვას.
მისი გამოკითხვა 13 დეკემბერს შედგება.
უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს დღეს ჩაბარდა.

















