logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისადმი მიწერილ ყალბი ინფორმაციის შემცველ წერილზე დაკავებულებს 7 და 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისადმი მიწერილ ყალბი ინფორმაციის შემცველ წერილზე დაკავებულებს 7 და 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
15:20 08.12.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით თაღლითობის მცდელობაში ბრალდებულები ვ.ბ. და გ.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დადასტურდა, რომ 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2016 წლის აგვისტოში წვრთნებისას ზღვაში დაკარგული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს გაუგზავნეს ყალბი ინფორმაციის შემცველი, თითქოსდა ცოცხლად გადარჩენილი სამხედრო მოსამსახურის სახელით დაწერილი არაერთი წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელის პირადი საჭიროებისთვის, მოტყუებით ითხოვდნენ 39 000 აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ბ და გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ბ-ს 7 წლით, ხოლო გ.ხ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე განაჩენით სასამართლომ მესამე ბრალდებული ჯ.შ., რომელსაც ბრალი ასევე 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, უდანაშაულოდ სცნო.

ბრალდების მხარე განაჩენის მიღების შემდგომ, ჯ.შ.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა