ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ადგილზე საგამოძიებო
მოქმედებები დასრულდა.
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, საექსპერტო სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შეძლებს მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
მათ ნაწილს დღეს ნივთების გამოტანის საშუალება მიეცა.
„დაასუფთავეს შენობა, დარჩათ მცირე ნაწილი, დღეს ხდება ამ მცირე ნაწილის საბოლოო დასრულება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ლაბორატორიის ექსპერტები არიან, დილიდან მუშაობენ. ახლა დაგვჭირდა თითოეული ოჯახის და ბინის დათვალიერება, ასევე არიან ბინის წარმომადგენლები, პოლიციის წარმომადგენლები, ველოდებით ექსპერტების სამუშაოს დასრულებას. ალბათ ეს ორი-სამი დღე გასტანს უახლოეს დღეებში გვეცოდინება სრული სურათი,“-აცხადებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე.
22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო ლიკვიდირებულია სამი, რომელთა შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი იყო.

















