გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი
განცხადებით, ფაქტი შესაძლოა ე.წ. ჩაწყობილ თამაშს უკავშირდებოდეს, სადაც ლანჩხუთის "გურიისა“ და თელავის კლუბის შეხვედრის შედეგად გურიამ პირველი ლიგა დატოვა.
„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა. დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. როგორც მიხედეს ნათელია... პირადად მქონდა მათთან საუბარი - განაცხადა ეკა ტუღუშმა.
ილო ტუღუში სამართალდამცველებმა გუშინ, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

















