logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
12:30 06.12.2017

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს - იან

კელის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი მაიკლ მაკმენი და ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში რაიან კოენიგი.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის მართვის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

გიოგი გახარიამ აშშ-ს ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და რეფორმები გააცნო, რომლებიც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის დაგეგმილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის მართვა. გარდა ამისა, ასევე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა მიმართულებებით, მათ შორის, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის დროს, ჩვენ განვიხილეთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის განხორციელებასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვგეგმავთ. გამოვკვეთეთ აქცენტები, რა მიმართულებითაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა. ეს გახლავთ საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმები. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა აღგვითქვეს დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვგეგმავთ, თანამშრომლობის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობას ამ რეფორმების განხორციელებისა და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ს სამართალდამცავი უწყებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს არასრულწლოვნთა დანაშაულის პრევენციის კუთხით გამოცდილებას გაუზიარებენ.

თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში, ამ თანამშრომლობის ფარგლები და შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს და ქართველი ხალხის საჭიროებებს ამომწურავად პასუხობდეს. შესაბამისად, მე მზად ვარ განვაგრძო მინისტრთან თანამშრომლობა, ამ მიმართულებით“- განაცხადა იან კელიმ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა