ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებულის ადვოკატ სოფო ჯაფარიძის
ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრები გამოძიებას ჯერ არ დაუკითხავს.
ადვოკატი სხვა საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
„მე ვიცავ ადამიანს, რომელიც მიმალვაში კი არ იმყოფება, არამედ მისი მოძიება ვერ ხერხდება.
მისი ოჯახის წევრები გამოკითხულები არ არიან“-განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს შორის 1-ელ დეკემბერს დაპირისპირება მოხდა, რასაც 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. ინციდეტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ხუთი პირი მიეცა.

















