ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
მისი განცხადებით, ინტერესის სფერო ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის საკითხსაც მოიცავს.
ელჩის განმარტებით, აღნიშნული საქართველოს მთავრობასაც აინტერესებს.
“ჩვენ ვმონაწილეობდით გამოძიებაში, FBI-მ გაუწია გარკვეული ტექნიკური დახმარება ქართულ მხარეს. ამ ეტაპზე ვუსმენთ და გვსურს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მომხდარის შესახებ. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გვაქვს და ბევრი კითხვა აქვს ალბათ საქართველოს მთავრობასაც. ველით გავიგოთ უფრო მეტი რამ ოპერაციაზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის გზასთან დაკავშირებითაც და იგივე შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასაც. ჩვენ არ ვიყავით ჩართული ოპერაციაში, თუმცა დასაწყისში ვიყავით ინფორმირებული“-განაცხადა ელჩმა „კურიერთან“ საუბრისას.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. რა დროსაც დააკავეს ერთი და ლიკვიდირებულ იქნა სამი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევი იყო.

















