logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს:დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტი, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც შესაძლოა სკოლის გარეთ გაგრძელდეს
შსს:დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტი, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც შესაძლოა სკოლის გარეთ გაგრძელდეს
12:55 03.12.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდთა შორის ძალადობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის თითოეულ ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, იყვნენ დაცულნი. უკანასკნელ წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რეფორმა გატარდა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია თავად საგანმანათლებლო სისტემის როლი არასრულწლოვნების აღზრდაში და მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. გასაძლიერებელია საზოგადოების, მათ შორის პედაგოგების, ფსიქოლოგების და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით. დასახვეწია მანდატურების ინსტიტუტიც, რათა მათ უზრუნველყონ არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, არამედ იმ კონფლიქტების პრევენცია, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში იწყება და პოტენციურად შესაძლოა ამ სივრცის გარეთ გაგრძელდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე დროს, არასრულწლოვნებში მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას და ყველა დამნაშავე კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯება"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა