logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ომბუდსმენის აპარატთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას გააგრძელებს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ომბუდსმენის აპარატთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას გააგრძელებს
17:41 01.12.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩეულ ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მნიშვნელოვანია სწორი და ადეკვატური პასუხი, რასაც კონსტიტუციური ორგანო - საქართველოს სახალხო დამცველი უნდა უზრუნველყოფდეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი დისკუსია მომავალი ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით, რაც სრულიად დემოკრატიული პროცესია. ამასთან, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში არ მოახდენს რომელიმე პრიორიტეტული სფეროს მხარდაჭერას და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ყველა პრობლემური საკითხის მიმართ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იქნება ღია და კომუნიკაბელური. სახალხო დამცველის აპარატისთვის, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ზედამხედველი ორგანოსთვის, აუცილებელია საზოგადოებრივი ნდობის განვითარება და უზრუნველყოფა, რაც ასევე სწორი საკადრო პოლიტიკის შედეგად შეიძლება მიიღწეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის აქტიური თანამშრომლობა ეროვნული დონის სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, გააჩნიათ კონკრეტული გამოცდილება, განხორციელებული აქვთ შესაბამისი კვლევითი საქმიანობა, აფასებს მართლმსაჯულების ხარვეზებსა და მონაწილეობს კანონშემოქმედებით პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მკაფიო პოზიცია სისტემური დანაშაულებისა და სამართლიანობის აღდგენის კუთხით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია, ამ თვალსაზრისით, აქტიურად მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის მოქმედ ადმინისტრაციასთან. ორგანიზაციის არაერთი გახმაურებული საქმის მიმართ სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან განხორციელებულა და მიმდინარეობს მონიტორინგი. შესაბამისად, ორგანიზაცია ყურადღებით დააკვირდება ტენდენციებსა და მიდგომებს, რომელსაც სამოქალაქო სექტორს საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარმოუდგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა