სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
სავარაუდოდ, ბრიფინგი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხება, რომელშიც FBI-ის ექსპერტები ჩაერთნენ.
უწყებაში განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებენ.

















