კორუფციის ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს 20 დღით სამედიცინო
დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა.
როგორც პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, მან ბაბუის გარდაცვალების შესახებ გაიგო, ამიტომ თავს არაადეკვატურად თვლის და ამის გამო სხდომის გადადება მოითხოვა.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო პერსონალმა ოთარ აბესაძე ადეკვატურად მიიჩნია, პროცესი გაგრძელდა, თუმცა დახურულ რეჟიმში.
„ორი დღის წინ გავიგე თურმე ჩემზე ნერვიულობის გამო ინფაქტით გარდაცვლილა ჩემი ოჯახის წევრი, ბაბუა. ჩემი გამზრდელი ბაბუა და ეს მითხრეს უკვე 40-ია ამ კვირაში და გავიგე გუშინ წინ და დედა ბოდიში რა, მაპატიე“-განაცხადა ოთარ აბესაძემ.

















