საქართველოს ექს-პრემიერის, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან
დაკავშირებით ერთი კვირით გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე მერაბიშვილის ადვოკატებმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც დაკმაყოფილდა, შესაბამისად ვანო მერაბიშვილს ეს ადვოატები აღარ დაიცავენ.
შემდეგი კვირიდან მერაბიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.
„სტრასბურგმა მიიჩნია, რომ მერაბიშვილი საკნიდან იყო გაყვანილი, აბსოლუტურად სხვა მიზნები, შეფარული მიზნები არსებობდა და მისგან ხელისუფლება ითხოვდა ჟვანიას საქმეზე და მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ე.წ. ანგარიშების შესახებ ინფორმაციას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მერაბიშვილი უნდობლობას უცხადებს საქართველოს საერთო სასამართლოებს“- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

















