საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 3040 ღერი არადეკლარირებული
სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის ს.შ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებულ სიგარეტთან ერთად ასევე არადეკლარირებული საქონელი - არაყი (26 ლიტრი) და ყავა (14,75 კგ) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















