logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეა წულუკიანი: სასამართლომ ცალსახად განაცხადა რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები
თეა წულუკიანი: სასამართლომ ცალსახად განაცხადა რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები
17:42 28.11.2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

მინისტრის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევროს გადაუხდის.

„სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.
სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის ფარგლებში არ წარმოადგენდა ივანე მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა (იხ. პუნქტ. 170).
კერძოდ, დიდმა პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით:
1. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის დაკავების კანონიერებას.
2. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას (2013 წლის მაისი - 2014 წლის თებერვალი).
ივანე მერაბიშვილი როგორც მისი დაკავების უკანონობას, ასევე 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდში მის წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ ყოფნას ამტკიცებდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ არ გაიზიარა.
3. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. კერძოდ, ჩაითვალა, რომ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადო დასაბუთებას შეიცავდა და ამ მუხლის სტანდარტებს აკმაყოფილებდა.
4. ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, რადგან მოსამართლემ ივანე მერაბიშვილის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად და დასაბუთების გარეშე.
5. 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი).
სასამართლომ ცალსახად განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329). თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა.
მე-18 მუხლთან დაკავშირებით ხმების ამგვარად გაყოფის პირობებში, 8 მოსამართლემ, რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი. მათ შორისაა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეც.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ:
ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15000 ევროს;
მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29 775 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან 43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას“-განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა