ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმედოვნებს, რომ გამოძიებით
დადგინდება იყო თუ არა ბათუმში გაჩენილ ხანძარში ვინმეს დანაშაული.
სუბარმა შემთხვევის დროს მოქალაქეების დახმარებისთვის მაშველებს, სასტუმროს თანამშრომლებსა და რიგით ადამიანებს მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ სუბარმა ბათუმში განაცხადა, სადაც სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულების პანაშვიდს დაესწრო.
„იმედი მაქვს გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა დანაშაული, ვისი დანაშაული იყო და შესაბამისი პასუხისმგებლობებიც დადგება. ამავე დროს, არ შემიძლია არ ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა იმ ადამისნებს, ვინც სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინა, ესენი არიან მაშველები, სასტუმროს თანამშრომლები, თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ამ დროს იქ მოხვდნენ“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ინციდენტის შედეგად 11 ადამინინ დაიღუპა.

















