logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ გახსნა
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ გახსნა
13:34 28.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო კონფერენცია - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ პირველად, საქართველოში ტარდება.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორთან, გივი მიქანაძესთან ერთად გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კარიერულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას - „კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის მიზანია კარიერული განვითარების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და საპოლიციო განათლების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან და ჩეხეთის რეპუბლიკიდან მოწვეული ექპერტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელის თანახმად, პოლიციელთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული საპოლიციო სწავლების მიმართულებით პრეზენტაციებს წარადგენენ.
კონფერენციის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, პოლიციელთათვის პროფესიული განათლების და კარიერული განვითარების სისტემის გაუმჯობესება.
ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წევრი ქვეყნის პოლიციის აკადემიების რექტორები, თანმხლებ დელეგაციებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის და ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.
საერთაშორისო კონფერენცია ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა