შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამინისტროს
საქმიანობას შეისწავლის.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში”-ნათქვამია განცხადებაში.

















