სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელის ეროლ ავგორენის განცხადებით, სასტუმროში
უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
ეროლ ავგორენი დაღუპულთა ოჯახებში მივა და მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულების მიმართ და ვიზიარებთ ამ მწუხარებას. დღეს გლოვის დღეა და ჩვენ მოვინახულებთ მათ ოჯახებს- ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება.
უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, მე სასტუმროს დაჯარიმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა“-განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ხაძრის შედეგად საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე დაიღუპა.

















