შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1979 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტს გულისხმობს.

















