საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის
საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ფ.ჰ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 184 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7,782.92 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7,782.92 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















