სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის
დროს მოკლულთა შორის შეიძლება, ახმედ ჩატაევი იყოს.
თუმცა, გომელაურის განცხადებითვე, ამის შესახებ დადასტურებით საუბარი, მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში უკვე ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, კონკრეტულად-ამერიკული მხარე. ასევე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები.
ჩვენ ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას.
ეჭვი არის, რომ მოკლულთა შორის ახმედ ჩატაევი შეიძლება იყოს, მაგრამ ამის შესახებ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ. როცა გაკეთდება ანალიზი და გვექნება ზუსტი პასუხი", -განაცხადა გომელაურმა.

















