ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირისთვის
სასამართლომ დღეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული, რომელსაც დაკავებული რუსეთის მოქალაქე არ აღიარებს, 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

















