ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის
მაცხოვრებლები საკუთარ ბინებში მცირე ხნით შეუშვეს. ისინი ბინებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ. ბინაში შეშვება მხოლოდ პირველი სართულის მაცხოვრებელთათვის გახდა შესაძლებელი.
„არ შეიძლება ცხოვრება, როგორ შეიძლება, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება. ჯერ კომპენსაციაზე არ ყოფილა საუბარი. არ ჩატარებულა ჯერ ექსპერტიზა, როგორც მე ვიცი. ნივთების წასაღებად მოვედით, ბავშვები არიან ცუდ მდგომარეობაში- ტანსაცმელი არ აქვთ, მინდა ცოტაოდენი პირადი ნივთი ავიღო...“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა და სამი დაშავდა.
ოპერაციისას ერთი პირი დააკავეს, ხოლო სამის ლიკვიდირება მოხდა. ისინი
სავარაუდოდ, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან.

















