თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ადასტურებს.
„მისი სურვილია, რომ მისი სახელი და გვარი არ იყოს გაჟღერებული. სპეცოპერაციამდე დააკავეს და როგორც მე ვიცი, ამ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს. არ აქვს არც რაიმე ორგანიზაციასთან კავშირი, ის რუსეთის მოქალაქეა“- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას, რომელიც თითქმის 22 საათი გაგრძელდა, ერთი პირი დააკავეს, ტერორიზმში ბრალდებული სამი პირი კი ლიკვიდირებულია.

















