თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სამი თვით საექსტრადაციო პატიმრობის
გაგრძელების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, ჩაბუქს საექსტადაცოო პატიმრობა 6 თვით ქონდა შეფარდებული, თუმცა ეს ვადა საკამრისი არ აღმოჩნდა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნებს, ადვოკატმა 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს არ დააკამაყოფილა.
„15 წელია საქართველოში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში არანაირი არალეგალური ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ და არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციას არ ვეხმარებოდი. საბანკო ანგარიშიდან არცერთი თეთრი ტერორისტულ ორგანიზაციაში არ გადამირიცხია. ამ 15 წლიანი მუშაობის შედეგად სახელმწიფო უწყებებიდან მადლობის სიგელების მეტი არაფერი მიმიღია. ჩემი ოჯახის წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან. მე შვილებს ვჭირდები. გთხოვთ გამათავისუფლოთ“- განაცხაა ჩაბუქმა.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 24 მაისს დააკავეს. თურქული მხარე მას ბრალად ფეტულა გიულენის იმ ორგანიზაციასთან თანაშრომლობაში ადანაშაულებს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. ბრალდებული თავისი ოჯახისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკამაყოფილა.

















