logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო
პრემიერი: ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო
09:55 23.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან ერთად, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მოინახულა. პრემიერ-მინისტრმა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძისაგან დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სპეცრაზმელებს გაწეული მამაცობისათვის მადლობა გადაუხადა.
,,როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი. სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები მკურნალობენ, როგორც მოგეხსენებათ სამი დაჭრილია, მინდა მათ ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შსს-დან, მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე. ასევე, მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა ექსპერტები, რომლებიც ასეთ სიტუაციებში გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს, არ არის გამართლებული. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთი ტიპის სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. მე მგონი უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა შეიძლება შეკითხვები დაისვას და ბუნებრივია არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმისა, რომ უსაფრთხოებასთან მიმართებაში რაიმე შიში არსებობს არ არის. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო. ასევე მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ სპეცოპერაცია გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ. რა თქმა უნდა შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ეს ჩვენი სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები, სხვა ქვეყნებში სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული, ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი რაც ახლა გვაქვს.
ასევე, ისიც მინდა ვთქვა - გაისმა შეკითხვები, რომ ქალაქის ცენტრში აღმოაჩინეს და როგორ აღმოჩნდნენ... რა თქმა უნდა ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, არსებობდა წინასწარი ინფორმაციები და მათი აღმოჩენა არის ამ წინასწარი მუშაობის შედეგი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ სიტუაციაში არასწორია, რომ ყველა გახდა საქმის ექსპერტი, უნდა დავასრულოთ სპეკულაციები, უფრო მეტად ღირსეულად მოვიქცეთ და მადლობა გადავუხადოთ ამ ბიჭებს.
რაც შეეხება ეჭვმიტანილებს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე ჩაბარებოდნენ პოლიციას უპასუხეს სროლით და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო არის აბსოლუტურად დასაბუთებული და სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად.“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა