თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქ სადაც თითქმის 22 საათიანი ანტიტერორისტული
სპეცოპერაცია ჩატარდა კვლავ სპეცრაზმია მობილიზებული.
ადგილზე ასევე მუშაობენ კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. თბილსერვისის წარმომადგენლები კი ტერიტორიას ასუფთავებენ.
კორპუსი კვლავ ბლოკირებულია, ამიტომ ადგილობრივებს საკუთარ სახლებში შესვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებეს, ადგილზე მისულ მოქალაქეებს ამოწმებენ.
„არ ვიცი რა ხდება, ალბათ ამოწმებენ და სავარაუდოდ შეგვიშვებენ. დაახლოებით 10 წუთში შეგიშვებთო და მეც ველოდები უსაფრთხოებიდან გამომდინარე. გადამამოწმეს, პირადობა ნახეს ჩემი,"-განაცხადა ადგილობრივმა „რუსთავი2"-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ იმ კორპუსიდან სადაც გუშინ სპეცოპერაცია განხპორცილდა მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ისინი, ვისაც ღამის გასათევი არ ჰქონდათ ისნის გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. დაზარალებულთათავის ასევე გამგეობაში და მერიაში მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი.

















