ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ავარიის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. „მერსედესის“
მარკის ავტომანქანა ხიდის ჯებირს შეეჯახა და ამოტრილდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
ინციდენტისას მანქანის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

















