ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაშავებული სპეცრაზმელების
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, ბაქარ კუჭავას განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი მსუბუქად არის დაჭრილი, მესამეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.
„ერთს ჰქონდა მტევნის არეში, გამოკვლევებით ერთ-ერთს დაუდგინდა მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა, შემდეგ აყვანილ იქნა საოპერაციოში, დამუშავებულ იქნა ჭრილობები და შესაბამისი ჩარევა ჩაუტარდა. დანარჩენებიც სტაბილურად არიან“-განაცხადა ექიმმა ბაქარ კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი კიდევ ერთ სპეცრაზმელი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია.

















