მიმდინარე წლის 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
"დღევანდელი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები;
ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით"-ნათქვამია განცხადებაში.

















